პოლიტიკა
ზუგდიდის გამგეობა „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. საკითხის მხარი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს.  

საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, თავის მხრივ, სახელმწიფო ავტომობილს შს სამინისტროს გადასცემს. 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰყავს მანქანების საჭირო რაოდენობა და კიდევ ერთი მანქანის ყოლა დამატებით ხარჯებს იწვევს, თან ამ მანქანის მოვლა-პატრონობა თანხებთან არის დაკავშირებული “, - აღნიშნა ნანავამ.

გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილი ზუგდიდის გამგეობამ წინა ხელისუფლების პერიოდში შეიძინა და სარგებლობაში შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს გადასცა.


Print