ახალი ამბები
ზუგდიდში გამოცდებზე ექვსი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში გამოცდებზე სულ 434 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 428 გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დღეს აბიტურიენტების დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დილის 10 საათზე დაიწყო. პირველ ნაკადზე დარეგისტრირებულთათავის გამოცდა 13 საათზე დასრულდება, მეორე ნაკადი გამოცდაზე 14 საათზე შევა. ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.



Print