რეგიონი
ზუგდიდში აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაიშვა
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში გამოცდა 9 საათზე დაიწყო.

,,დარეგისტრირებული 425-ვე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაფიქსირდა ერთი დაგვიანების შემთხვევა, რის გამოც აბიტურიენტი არ დაიშვა გამოცდაზე’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ.

ცნობისთვის, პირველ ნაკადზე დარეგისტრირებულთათავის გამოცდა 13 საათზე დასრულდება, მეორე ნაკადი გამოცდაზე 14 საათზე შევა. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

Print