რეგიონი
გამოცდების მეორე დღეს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეოთხე ნაკადში დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ უთხრა.

„სულ 446 იყო დარეგისტრირებული და 440 გამოცხადდა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ქირიამ.

მისივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტის მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს დასრულდება. 6 ივლისიდან კი გამოცდები ზოგად უნარებში ჩატარდება.


ამავე თემაზე:
ზუგდიდში აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაიშვა

აბიტურიენტები: მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში დისკომფორტია (ვიდეო)

ზუგდიდში გამოცდებზე ექვსი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
Print