რეგიონი
აბიტურიენტები: მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში დისკომფორტია (ვიდეო)
ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი ნაკადის ტესტირება 13:00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო.

„არც ისე რთული იყო, თემა საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნორმალურად გავართვი თავი“, - თქვა თორსის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჟენეტ აბშილავამ.



აბიტურიენტების ნაწილის თქმით, მათ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში მაღალი ტემპერატურის გამო დისკომფორტი შეექმნათ და მუშაობა გაუჭირდათ.

„ვფიქრობ ტესტებს კარგად გავართვი თავი, ჩემთვის არც თუ ისე რთული იყო...რაც შეეხება პირობებს, დილით ცოტა უფრო ნორმალური სიტუაცია იყო, მაგრამ მოგვიანებით მე პირადად მუშაობა ძალიან გამიჭირდა. მეორე ნაკადში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება ასეთ სიცხეში წერა“, - თქვა დიანა ხვიტიამ.



საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, აბოიტურიენტებს მაღალი ტემპერატურის გამო დისკომფორტი ნამდვილად აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ შეიძლება. მისივე ინფრომაციით, შენობაში კონდენცირების სისტემა არ არსებობს.

„კონდიცნიოენრი არცერთ წელს არ ყოფილა, თუმცა ასეთი სიცხეც არ ყოფილა არასდროს. სხვაგან გამოცდების ჩატარება შეუძლებელია, რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობა არის ყველაზე ოპტიმალური ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და აბიტურიენტთა რაოდენობის შესაბამისი“, - განმარტა ნანა ქირიამ.



ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას აბიტურიენტების მეორე ნაკადი 15:00 საათზე დაიწყებს.

„ქართული გამოცდისთვის ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან ვფიქრობ კარგად ვარ მომზადებული“ - თქვა „ჯი-ელ-სის“ ზუგდიდის განყოფილების მოსწავლემ ქეთი ჯიჯელავამ.

მეორე საჯარო სკოლასთან, სადაც საგამოცდო ცენტრია განთავსებული, აბიტურენტებს ახლობლები და ოჯახის წევრები გულშემატკივრობენ. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.