რეგიონი
კოლხიდის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს (ვიდეო)
სოფელ კოლხიდის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ზუგდიდთან დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის ითხოვენ. მათი თქმით, გზებზე არსებული მდგომარეობის გამო მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.



,,წლებია ეს პრობლემა არსებობს და ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა'', - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, რომელსაც აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.



წოწერიას თქმით, აღნიშნულ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
Print