რეგიონი
ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე სულ 435 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 425 გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დღეს აბიტურიენტების დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღეს აბიტურიენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებს ზოგად უნარებში აბარებენ. პირველი ნაკადის ტესტირება 9 საათზე დაიწყო და 13:00 საათზე დასრულდა. მეორე ნაკადი კი 14 საათზე შევა.

ცნობისთვის, ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

Print