რეგიონი
ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება
დღეს სამეგრელოს გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.



გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება.

"მიმდინარე წლის აგვისტოში, მუნიციპალური განვითრების ფონდი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს. მიმდინარე წელს ასევე გამოცხადდება ტენდერი ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის მშენებლობისთვის, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც რეგიონს მეტ ტურისტს და შესაბამისად მეტ შემოსავას მოუტანს" - განმარტა გუბერნატორმა.



ფოტო: რადიო ,,ათინათი''

გარდა ამისა, სხდომაზე საბჭოს წევრებმა 2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში დამატებით ახალი პროექტების ასახვის და არსებული პროექტების კორექტირების საკითხები განიხილეს.

Print