რეგიონი
ვლაქერნობა ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული მუზეუმიდან დილის 9 საათზე გამოაბრძანეს. საზეიმო ლიტურგიით და გალობით ივერიის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობაში სასაულიერო პირებთან ერთად მრევლიც მონაწილეობდა.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

ზუგდიდელებს და სრულიად საქართვლოს დღევანდელი დღე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მიულოცა. ამ წუთებში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ვლაქერნობის აღსანიშნავად ზუგდიდში მთელი საქართველოდან მრევლია ჩამოსული.
Print