ახალი ამბები
ზუგდიდში გაზი თითქმის 9 თეთრით გაძვირდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხმარებლს ბუნებრივი აირის ტარიფი თითქმის 9 თეთრით გაუძვირა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ცნობით, 20 ივლისიდან ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის საფასური ნაცვლად 48 თეთრისა (დღგ-ს ჩათვლით) 56, 94 თეთრით განისაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სემეკში დღეს მიიღეს. ზოგადად, სოკარ ჯორჯია გაზის მომხმარებლებისთვის რეგიონების მასშტაბით ერთიანი ტარიფი დადგინდა.

"შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია - 48.314 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე). მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.620 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულიადღგ-ს გარეშე. ხოლო სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 57.011 თეთრი/მ3-ს.", - აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტარიფის მოქმედების ვადა 2018 წლის ბოლომდე განისაზღვრა.
Print