რეგიონი
უკრაინის პრეზიდენტი დღეს სვანეთს ესტუმრება
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს მესტიას მეუღლესთან მარინა პოროშენკოსთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ესტუმრება. უკრაინის პირველ პირს მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი უმასპინძლებენ. პოროშენკოს სვანეთში 12 საათზე ელოდებიან.

უკრაინის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაათვალიერებს, ასევე ეწვევა მარგიანების საგვარეულო კოშკსა და სვანურ სახლს.

ცნობისთვის, პოროშენკო საქართველოში 17 ივლისს ჩამოვიდა. ის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს შეხვდა.



Print