რეგიონი
ზუგდიდში მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობა 34 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ჩატარდება.


მას შპს ,,ზუგდიდის პროფილაქტიკური დეზინფექციის განყოფილების“ თანამშრომლები ახორციელებენ. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ადგილების პარალელურად, მდინარე ჩხოუშის სანაპიროს მთლიან ზოლზე, ხოლო მღრღნელების წინააღმდეგ წამლობა ქალაქის სხვადასხვა ადგილას მდებარე კორპუსებში განხორციელდება.


მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობისათვის საჭირო თანხა, 4784 ლარი, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.


 

Print