ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ ობიექტი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების თქმით, ობიექტში, რომელიც მაღაზია „არაიში“
მდებარეობს, შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.
შემთხვევა კვირას, დაახლოებით, 15:15 წთ-ზე მოხდა. წაღებულია 3 500
ლარამდე.
შს სამინისტროში
რადიო „ათინათს“
განუცხადეს, რომ „ვივუსის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ
აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე საქმე
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა აღძრული.
უწყების ცნობით, ჯერჯერობით, დამნაშავე დაკავებული არ არის და
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გუშინ, დღის განმავლობაში, ვივუსის ობიექტი არ მუშაობდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა დღეს
გაანახლა.
მასალის გამოყენების პირობები