პოლიტიკა
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირების შესახებ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან

ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 


პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად კი, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.თვითმმართველის სტატუსი უნარჩუნდება თბილისს, ფოთს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს. აღნიშნული სტატუსი უუქმდება ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, გორს, ამბროლაურის, ოზურგეთსა და მცხეთას.

პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო 20 ივლისს დაადო.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ვეტო დაადო

მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს აფასებს

 

Print