რეგიონი
შავ ზღვაზე შტორმს ელოდებიან
28 ივლისის, დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო,ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სანაპირო ზოლებზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა და მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ისინი სანაპიროსთან მყოფებს მოუწოდებენ, რომ მოსალოდნელი შტორმის გამო ზღვაში არ შევიდნენ.


Print