გადამდები დაავადებების უფასო სკრინინგის აქცია (ვიდეო)
13:36 / 28.07.2017
С ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკვშირებით ზუგდიდში მოქალაქეებს უფასო
გამოკვლევებს უტარებენ.
მობილური ჯგუფი, რომელიც სპეციალური აღჭურვილობით ქალაქის ცენტრალურ
ნაწილშია განთავსებული, ანალიზებს გარდა С ჰეპატიტისა, B ჰეპატიტზე,
სიფილსზე და აივ/ინფექცია შიდსზე იღებენ. აქცია საზოგადოებრივი
ორგანიზაცია „ქსენონის“ ორგანიზებით იმართება.
„ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეულს.
მოსახლობას ვთხოვ, რომ შემოგვიერთდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ
აქციაში“, - თქვა „ქსენონის“ სოციალურმა მუშაკმა ცირა თორდიამ.
მობილური ჯგუფი „საქრთველოს ფოსტის“ შენობასთან სამ საათამდე
დარჩება.
აქციის დასრულების შემდეგ, ასოციაცია ზუგდიდის მერიაში შეხვედრას
გამართავს, სადაც სამწლიანი მუშაობის შედეგებს წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები