რეგიონი
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ადვოკატი: GEMFest-ზე დაკავებული ნარკოტიკების ქონას ადასტურებს (ვიდეო)
განმუხურში, Gem fest-ის ტერიტორიაზე დაკავებული „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბაქარ ყორშია ორგანიზაციის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ მოინახულა. სამხარეო პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყორშიამ ნარკოტიკული საშუალებები ქონა მასთან საუბარში დაადასტურა.

„ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რა ნივთიერებაა და მის ოდენობას. გამოკითხვის ოქმშიც და ჩემთან საუბარშიც დაადასტურა, რომ თან ჰქონდა ის ნივთიერება, რაც ამოიღეს. ველოდებით მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა მახარაძემ.



რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულის ცემის შესახებ, მახარაძის თქმით, ყორშიამ მასთან საუბარში აღნიშნული ფაქტი უარყო.

სამხარეო პოლიციასთან ""თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები და დაკავებულის მეგობრები იმყოფებონენ.

ადვოკატის ცნობით, ყორშია ფესტივალის ტერიტორიაზე ბარ „Zoom”-ის მიმდებარედ დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, „თეთრი ხმაურის მოძრაქობის“ წევრი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

ამავე თემაზე:

საიას იურისტი: ზუგდიდში დაკავებული “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ცემის ფაქტს არ ადასტურებს
Print