რეგიონი
საიას იურისტი: ზუგდიდში დაკავებული “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ცემის ფაქტს არ ადასტურებს
ანაკლიაში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე კლუბური ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ ყორშიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი შეხვდა. ჯანო ჭკადუას თქმით, მას დაკავებულმა უთხრა, რომ სამართალდამცავებს არ უცემიათ. დაკავებული ამჟამად ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება.

„ცემის ფაქტს არ ადასტურებს... მითხრა, რომ მას და სამართალდამცავებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებსა და დაკავებისას რამდენჯერმე მოხვდა მუშტი. ასევე თქვა, რომ დაკავების შემდეგ მასსა და სამართალდამცავებს შორის ნორმალური ურთიერთობა შედგება“, - თქვა "საიას" იურისტმა კანო ჭკადუამ.


ბაქარ ყორშია


მისივე ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს, რაც დაკავების ოქმშია ასახული, არ აღიარებს.

„ბრალი ჯერ არ არის წაყენებული და როცა ეს მოხდება დეტალურად მოგაწვდით, თუ რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა ჭკადუამ.

პოლიციელების მხრიდან ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, „თეთრი ხმაურის მოძრაქობის“ წევრი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

ანაკლიაში, ”ჯემ ფესტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია დააკავეს. ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, "ბაქარ ყორშია შესაძლოა პოლიციელების მხრიდან ნაცემი იყოს".




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
05 / თებერვალი 2026
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.