ახალი ამბები
ანაკლიიდან ტოქსიკური მოწამლვით ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანია მოთავსებული
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდგენელი ნივთიერებით ტოქსიკური მოწამვლით ორი ადამიანია მოთავსებული, მათგან ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და მას დეტოქსიკაციური მკურნალობა უტარდება.

რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შემოდინებები ხშირია.

„ვერ გეტყვით, როდის შემოიყვანეს ეს მამაკაცები, ხშირია შემოდინებები. არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი GEM Fest-დან გადმოყვანილი, ვადასტურებ, რომ ანაკლიიდან შემოყვანის შემთხვევებია. რაც შეეხება გარდაცვლილს, მას სისხლძარღვების თრომბოზი განუვითარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - თქვეს პრესსამსახურში.

GEMFest-ის ადმინისტრაციაში რადიო „ათინათის“ ზარებს არ პასუხობენ.

დღეს დილით ზუგდიდის საავადმყოფოში, ჯერჯერობით, დაუდგენელი ნივთიერებით ტოქსიკური მოწამლვით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის GEM Fest-დან უგონო მდგომარეობაში წუხელ მოიყვანეს.

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით GEM Fest-ის ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს.

რადიო „ათინათის“ წყაროს ინფორმაციით კი, ანაკლიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დილიდან ხუთზე მეტი ადამიანი შემოიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე თემაზე:

GEM Fest-დან საავადმყოფოში გადაყვანილი უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
Print