ახალი ამბები
GEMFest-დან წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში 6 ადამიანი შემოიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEMFest-დან წუხელ 6 ადამიანი უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ანაკლიის ტერიტორიიდან პაციენტები დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს.

„ 4 მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მათი მდგომარეობა დინამიკაში არის გაუმჯობესებული. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რა ნივთიერებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, - უთხრა ჟურნალისტებს სულხან ორჟონიამ.



რაც შეეხება მართვით სუნქვაზე მყოფ 29 წლის მამაკაცს, ორჟონიას ცნობით, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, გასული ორი ღამის განმავლობაში ანაკლიიდან ერთი და იმავე დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში 8 ადამიანი მოათავსეს, მათგან ერთი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

GEMFest-ის ადმინისტრაცია ფესტივალის სტუმრის გარდაცვალებაზე: ინფორმაციას არ ვფლობთ 

ანაკლიიდან ტოქსიკური მოწამლვით ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანია მოთავსებული

GEM Fest-დან საავადმყოფოში გადაყვანილი უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

Print