ახალი ამბები
მესტიაში ბანგურიანის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია
მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, თუმცა ღია კერები ჩამქრალია.

"დაუზუსტებელი ინფორმაციით, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე დამწვარია ბალაზები, ბუჩქნარი, ტყის ქვედა საფარი. მეხანძრე-მაშველებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი ძალებით ღია კერები ჩამქრალია და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა, შესაძლებელია კერა იყოს დარჩენილი. ამიტომაც შესაბამისი სამსახურები ადგილზე რჩებიან", - უთხრეს რადიო "ათინათს" სააგენტოში.



მათივე ცნობით, ადგილზე რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ხილვადობის აღდგენის შემდეგ, მიუვალ ადგილებში სამუშაოებს განაგრძობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხანძარი ბანგურიანის მთის ფერდობზე, სავარაუდოდ, წუხელ გაჩნდა, დილიდან კი მაღალი ტემპერტაურის გამო, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში რადიო "ათინათს" განუცხადეს, მათთან შეტყობინება დღეს შევიდა, რის შემდეგაც მეხანძრე-მაშველები ადგილზე მივიდნენ. უწყების ცნობით, რთული რელიეფური პირობების გამო სპეციალური ტექნიკის სტიქიის ზონაში შეყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სასაზღვრო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

ამავე თემაზე:

მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში ვერტმფრენი ცდილობს (ვიდეო)

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან (ვიდეო)

მესტიაში ტყის მასივი იწვის


Print