ახალი ამბები
კახათის მოსახლეობამ ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტა
ზუგდიდის რაიონის სოფლების, კახათისა და ახალკახათის მოსახლეობამ ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა, თუმცა პოლიციამ გზის გახსნა მოახერხა.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ თხილის შეწამლვითი სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო, რამაც თხილთან ერთად სიმინდისა და სხვა კულტურების მოსავლის გაფუჭება და განადგურება გამოიწვია.

ადგილობრივები ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათგან ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ.

დღესვე აქ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნებ, თუმცა მოსახლეობის თქმით, მათ აქციასთან პოლიტიკურ პარტიებს კავშირი არ აქვს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

Print