ახალი ამბები
მესტიაში ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს (ვიდეო)
მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ამ წუთებში ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ადგილზე რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

„საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტფრენიც ჩაერთვება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ბანგურიანის მთაზე, დაახლოებით, 2 ჰა-მდე ფართობზე იყო გავრცელებული. დამწვარია ბალახები, ბუჩქნარი, ტყის ქვედა საფარი. ხანძრის ღია კერები ჩამქრალია. უწყების ცნობით, რთული რელიეფური პირობების გამო სპეციალური ტექნიკის სტიქიის ზონაში შეყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

.
ამავე თემაზე:

მესტიაში ბანგურიანის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში ვერტმფრენი ცდილობს (ვიდეო)

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან (ვიდეო)

Print