რეგიონი
GEM Fest-ის თანამშრომლებმა ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს (ვიდეო)
GEM Fest-ის ბილეთის კონტროლიორების ნაწილმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლა. მუსიკალური ფესტივალის 11 თანამშრომელმა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანა. ისინი კუთვნილი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, Gem fest-ის ადმინისტრაცია დანარჩენი თანხის გადახდასაც დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეასრულა.

სასამართლომ ხუთ სამუშაო დღეში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში.

კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით, ბილეთების კონტროლზე მომუშავე ახალგაზრდებმა ანაკლია- განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი გასულ კვირაში გადაკეტეს. Gემ Fესტ-ის შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.





Print