რეგიონი
ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.

ადგილზე იმყოფებიან ასევე "ზუგდიდდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

აღნიშნულის შესახებ ბაზრის მოვაჭრები ინფორმაციას, სავარაუდოდ, არ ფლობენ, რადგან ისინი ამ დრომდე ადგილზე არ იმყოფებიან.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა. 


Print