რეგიონი
საკრებულოს წევრი მერს გარემოვაჭრეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე გარემოვაჭრეებთან იმყოფება. წითლიძე ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას მოუწოდებს, რომ მოვაჭრეებთან ჩამოვიდეს და აუხსნას, თუ მათ რა ალტერნეტიულ ფართებს სთავაზობს. წითლიძის თქმით, მერი თუ ათ წუთში არ ჩამოვა, ის აქციის მონაწილეებთან ერთად „ქართული ოცნების“ შტაბთან გადაინაცვლებს და აქციას იქ გააგრძელებენ.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე სამოცამდე გარემოვაჭრე ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფება. 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი" და "გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.


ამავე თემაზე:

მერის მოადგილე: გარემოვაჭრეების საქონელი არ გადაგვიყრია

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ

გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)

გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს
Print