ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება. გამგეობის ცნობით, ორსანტია -დარჩელის დამაკავშირებელი გზის სიგრძე 4 128 მეტრი იქნება, პროექტის ღირებულება კი 2 249 946 ლარს შეადგენს. გზის ამ მონაკვეთზე ასევე მოეწყობა სანიაღვრეები და ეზოში შესასვლელები.

რაც შეეხება დიდინეძი -კახათის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, აქ 5 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოეწყობა, რისთვისაც 2 505 200 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო გზაზე ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოწყობაცაა დაგეგმილი.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.


Print