ახალი ამბები
ზუგდიდში 4 სექტემბრამდე არამდგრადი ამინდი იქნება
ზუგდიდში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იწვიმებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. „წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც. 31-ში უკეთესი ამინდია, თუმცა, 1-ელ და 2 სექტემბერს ისევ ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას რაც შეეხება, მომდევნო დღეებში რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“, - აღნიშნეს სააგენტოში.

მათივე ცნობით, წვიმასთან ერთად ჭექა-ქუხილიც მოსალოდნელია. არამდგრადი ამინდები 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება. მომდევნო კვირიდან კი ზუგდიდში გამოიდარებს.

Print