რეგიონი
რუსთაველის ქუჩაზე შუახნის ქალს ავტომობილი დაეჯახა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.




დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას თქმით,  მას გამოკვლევები უტარდება და სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს მიღებული. მისივე ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

Print