რეგიონი
GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა (ვიდეო)

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას

სასამართლო პროცესი დასრულდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კორშიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს.



"ჩვენი პოზიცია ეფუძნებოდა ბრალდებულის პირად მახასიათებლებსა და იმას, რომ ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან", - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ.

განაჩენით კმაყოფილია მსჯავრდებულის ადვოკატი ნანა დარჩიაც. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულისა და დაცვის მხარის ინიციატივა იყო.

"შესაძლო სასჯელის ზომა იყო საკმაოდ დიდი. ყველაზე კარგ ვარიანტში, შესაძლოა, ცოტა ადრეც კი დატოვოს საპატიმრო, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს ან შეყალებით მიმართოს პრეზიდენტს. კმაყოფილები ვართ, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათებიც გავრცელდა მასზე, მაგალითად, მართვის მოწმობა არა ხუთი წლით, არამედ 6 თვით ჩამოერთვა", - აღნიშნა ნანა დარჩიამ.

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას GEM Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით ედებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.


ამავე თემაზე:

GEM Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს (ვიდეო)

GEM Fest-ზე დაკავებულ პირს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობოთ შენახვა წაუყენეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ადვოკატი: GEMFest-ზე დაკავებული ნარკოტიკების ქონას ადასტურებს (ვიდეო)

საიას იურისტი: ზუგდიდში დაკავებული “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ცემის ფაქტს არ ადასტურებს

Print