ახალი ამბები
ურთაში მგლები დახოცეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა. დღეს დილით მონადირეებმა ორი მგელი მოკლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 20-მდე მტაცებელი დახოცეს.



„მგლებმა შინაური და გარეული პირუტყვი დაგლიჯეს. უკვე ბავშვების გარეთ გაშვების გვეშინია“, - ამბობენ ადგილობრივები.

ურთას მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან მგლების დასახოცად შესაბამის ლიცენზიას ითხოვს.

Print