ახალი ამბები
ტყაიაში ამბულატორიის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ამბულატორიის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტყაიის გამგებლის ედემ კეკუტიას ინფორმაციით, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი.

მისივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
.
Print