რეგიონი
აღმაშენებლის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ოპელის მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


Print