ახალი ამბები
აქციის მონაწილეებს დავით კოდუა და მამუკა წოწერია ხვდებიან
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში აქციის რამდენიმე მონაწილე გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან შეხვედრაზე იმყოფება. ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან რამდენიმე წუთის წინ დავით კოდუა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ჩამოვიდნენ და მათ მოლაპარაკებები შესთავაზეს. მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება, დავით კოდუამ პროვოკატორი უწოდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

"ეს ბლანკები, რაც დაარიგეთ, არის პროვოკაცია, იწერთ წულებს", - უთხრა მან წითლიძეს, რაზეც ოპოზიციური პარტიის წევრმა უპასუხა, რომ მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად არაფერს აკეთებს.



"მე ვცდილობ, ამით დავეხმარო მათ", - თქვა წითლიძემ. საუბარია ბლანკებზე, რომელსაც ენმ მოსახლეობას ზარალის დათვლის და აღწერის მიზნით ურიგებს.

„ჩვენ მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე მივცემთ ინფორმაციას. ასევე, მათ გავაცნობთ, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ კომპენსაცია, ტუმცა ჯერ ამაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა წოწერიამ.



სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს ბარიკადები აქვთ აღმართული. 

ამავე თემაზე:

მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფუჭებული მოსავალი მიიტანა (ვიდეო)

Print