რეგიონი
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმს ელოდებიან
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. წყალზე მაშველები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე სიტყვიერადაც აფრთხილებენ, რომ საგუშაგოებზე თეთრი ალმების აღმართვამდე, წყალში შესვლა აკრძალულია.

Print