ახალი ამბები
პირველ სკოლაში მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია გააცნეს (ვიდეო)
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცენტრის დირექტორის მოადგილემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ნატოში ინტეგრაციისა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მნიშვნელოვანია ზუგდიდში შეხვედრა, რადგან საოკუპაციო ხაზი სულ რამდენიმე კილომეტრშია და მოსახლეობას აწუხებს ყველა ის კითხვა, რაც უვიზო მიმოსვლის წესებს ეხება. გარდა ამისა, ვაწვდით ინფრომაციას იმ სიკეთეების შესახებ, რაც ნატოსა და ევროკავშირს მოაქვს. მსგავსი შეხვედრები აუციელებელია, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.

მოსწავლეების თქმით, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო. ამასთან, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაერთიანება საქართველოს მშვიდი ცხოვრების გარანტი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაერთიანება ქართველებს თავს ნამდვილ ევროპელებად გვაგრძნობინებს“, - აღნიშნა სკოლის მოსწავლემ მარიამ გიგანმა.

შეხვედრის ბოლოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

Print