ახალი ამბები
მდუმარე აქცია ენგურის ხიდზე - სოხუმის დაცემის დღე
სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათ სანთლები დაანთეს, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციას ,,აფხაზეთი საქართველოა“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეუერთდნენ.



1993 წელს 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. 27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლები. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 000 მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

Print