რეგიონი
გიორგი სიგუა: GEM FEST-ი ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას საკუთარ FACEBOOK გვერდზე გამოეხმაურა.

„გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ“ - წერს სიგუა.

მისივე განცხადებით ფესტივალი 2015 წელს კერძო ინვესტიციით შეიქმნა, ხოლო 2016 წელს პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში, სხვა პროექტების მსგავსად დაფინანსდა.

„ თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ , მოგვიწევს მასშტაბების შემცირება , მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ , როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას რასაც ანაკლიაში 32 დღიანი ნონ სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა“ - თქვა ფესტივალის დამფუძნებელმა.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ GEM FEST-თან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს.


ამავე თემაზე: გიორგი გახარია - ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ
Print