ახალი ამბები
გიორგი გახარია - ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ
ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება. მისივე თქმით, პროქტი Check in Georgia დიდი ალბათობით გაგრძელდება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სერიოზული მსჯელობა იქნება.

„ამ პროექტის ფარგლებში კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე არ იყო, წელს გაჩნდა. ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ Check in Georgia-სა და მსგავს პროგრამებში შემცირდეს სახელმწიფოს და გაიზარდოს კერძო სექტორის წილი, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის დაფინანსებას, მინისტრის თქმით, ამაზე მსჯელობა გაიმართება. „ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ დავაფინანსოთ ეს ღონისძიება“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მიმდინარე წელს GEM Fest-ისთვის რატომ გამოიყო 4 მილიონი ლარი, როცა თავიდან 1 900 000 ლარი იყო გაწერილი, გიორგი გახარიას შეფასებით, „ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები“.

წყარო: "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.