ახალი ამბები
გამგეობა: სააპელაციო სასამართლოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სამსახურში აღდგენაზე არ უმსჯელია (ვიდეო)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ნათია ჩიტაიამ განუცხადა. მან უარყო დავითიანის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამკაყოფილა მათი საჩივარი და გამგეობას სამსახურში განაცდურის ანაზღაურებით დააბრუნება დაავალა.

ჩიტაიას განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაუბრებასთან ერთად წერილობითი ნაწილი, შესაბამისად, აქტებიც ბათილად ცნო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაუბრების კვლავ ჩატარების შესახებ, შეცვალა.

საიაში, რომელიც გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვტილების გაცნობამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.



ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ყველა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები. შესაბამისად, გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება. რაც შეეხება გათავისუფლების მოტივს, სასამართლომ მიიჩნნია, რომ გამგებლები დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.

მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

ამავე თემაზე:

ყოფილი საჯარო მოხელეები: "სასამართლომ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო "

ზუგდიდის სასამართლომ სოფლის გამგებლების გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო


Print