ახალი ამბები
სამეგრელოში ფერმერებს თხილის მოვლასთან დაკავშირებით პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდებათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში თხილის მწარმოებელ ფერმერებს სასწავლო პრაქტიკულ სემინარებს ჩაუტარებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოუარონ თხილს თანამედროვე ტექნოლოგიებით და როგორ ჩაატარონ შეწამლვითი ღონისძიებები დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის მიზნით.

სწავლება სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში 25 ოქტომბერს გაიმართება.

ზუგდიდელ, წალენჯიხელ, ჩხოროწყუელ და ხობელ ფერმერებს სპეციალისტები 11 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდებიან, 15 საათზე კი სენაკის, მარტვილისა და აბაშის წარმომადგენლებს - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

Print