რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა გ.ჭ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და იგი ამჟამად წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.


Print