ახალი ამბები
ზუგდიდსა და რუხში უაქციზო სიგარეტები ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 6 და 7 ნოემბერს ზუგდიდსა და რუხში 7560 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print