რეგიონი
შსს: ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საქმე აღიძრა
შს სამინისტროს ცნობით, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც მეოთხე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა, სისხლის სამართლის საქმე 276- ე მუხლის 5-ე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მძღოლს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკითხვაზე იმყოფება.

მეზობლების ინფორმაციით, მძღოლი დაღუპული ბავშვის მეზობელია.

რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მეზობლების ცნობით, ბიჭი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა დაღუპული ბავშვის და მძღოლის სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.


ამავე თემაზე: ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა
Print