რეგიონი
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში ჩამოაბრძანეს (ვიდეო)
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მესტიიდან ზუგდიდში ჩამოაბრძანეს. მას ქალაქის ცენტრში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ, რის შემდეგაც სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.


„კახეთის დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება საქართველოში უდიდესი სიხარულია. თითოეული ჩვენთაგანი ვევედრებით მას, დალოცოს და აკურთხოს ჩვენი სამშობლო. აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და მოგვცეს ჩვენ ძალა, რომ ვიყოთ ისეთივე მორწმუნე, როგორიც წმინდა დიდმოწამე ქეთევანი იყო“, - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტიმა გერასიმემ.


მრევლს სიწმინდის მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

Print