რეგიონი
თბილისში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს
გასულ კვირას თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი ზუგდიდში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთისა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის დეპარტმანეტის თანამშროლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რის შედეგადაც 1988 წელს დაბადებული პ.დ. აიყვანეს.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული 15 ნოემბერს თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხა, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთხელ გაისრულა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.


Print