ახალი ამბები
რუხში ხანძარი ლიკვიდირებულია
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ტერიტორიის გადასინჯვის სამუშაოები, რომ ცეცხლის გაჩენის ან გავრცელების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული“, - განმარტეს სააგენტოში.

რუხში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, ბალახებსა და ბუჩქებს ეკიდა. ხანძრის კერები რამდენიმე ჰექტარზე იყო გავრცელებული.

ხანძრის გამომწვვეი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო: ხანძრის ლოკალიზება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება

რუხში რამდენიმე ჰექტარზე ხანძარია
Print