რეგიონი
სოხუმის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა
სოხუმში, ეშბას ქუჩაზე მდებარე მსხვილ სავაჭრო ობიექტში ცეცხლი გაჩნდა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ხანძრის შედეგად, 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. განადგურებულია სუპერმარკეტ „სოხუმის“ ფასადი. ადგილზე 30-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

გამოცემის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში თვითმხილველმა წუხელ, დაახლოებით, ღამის 2 საათზე დარეკა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.


Print