ახალი ამბები
სამხარეო პოლიციიდან 200 მეტრში მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 მეტრში მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია სასურსათო პროდუქტის ნაწილი. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ქურდობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, სავარაუდოდ, ღამით მოხდა.

მაღაზია გაქურდეს სოფელ დარჩელის ცენტრშიც რამდენიმე დღის წინ. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სს კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Print