რეგიონი
თურქული „MEDICAL PARK“- ი ზუგდიდში საკონსულტაციო ცენტრს გახსნის (ვიდეო)
თურქული სამედიცინო კორპორაცია  „MEDICAL PARK“- ი ზუგდიდში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. კლინიკის გენერალური დირექტორი აბდულაჰ ჯანთურქი დღეს ტექნოპარკში მედიკოსებს შეხვდა და მათ აღნიშნული ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში თურქი ექიმები თვეში ერთხელ ჩამოვლენ და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ, ხოლო მკურნალობის მსურველი პაციენტები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„MEDICAL PARK“ - ი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელია, რომელიც 33 სამედიცინო ცენტრს მოიცავს და ავადმყოფების კომპლექსურ რეაბილიტაციაზე მუშაობს.

შეხევდრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




Print